|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატად, შესაძლოა, გივი ჭიჭინაძე დასახელდეს

“ქართულმა ოცნებამ“ ვანისა და ხონის მაჟორიტარად, შესაძლოა, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე წარადგინოს. მმართველ გუნდში არსებული ინფორმაციით, ჭიჭინაძე ერთ-ერთი რეალური კანდიდატია, რომლის დასახელებაც ვანისა და ხონის შუალედურ არჩევნებზე განიხილება. ინფორმაციას საინფორმნაციო სააგენტო ipn.ge ავრცელებს. 

იმერეთის გუბერნიაში ნიუპრესს განუმარტეს, რომ გივი ჭიჭინაძე მივლინებაში იმყოფება და ამ დროისთვის საკითხთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებს.

ვანისა და ხონის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება.

უკვე ცნობილია, რომ „ევროპული საქართველოდან“ არჩევნებში მონაწილეობას გიგი უგულავა მიიღებს.

ცესკოს ინფორმაციით, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისათვის ამ დროისათვის 12 პარტიაა დარეგისტრირებული.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა