|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი პოლიტიკური ზეწოლის ფაქტზე საუბრობს

ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზეწოლის ფაქტზე ისაუბრა. გიგი უგულავას განცხადებით, „ქართულ ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ლორთქიფანიძე ვანის რაიონის მცხოვრებ მამა-შვილ თენგიზ და მირზა ბელთაძეებს უკანონოდ სამსახურებრივი მდგომაროების ბოროტად გამოყენებით დაემუქრა.

ამის შესახებ გიგი უგულავამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

"„გუშინ ვანის რაიონის „ენერგო პროს“ უბნის მენეჯერი და ამავდროულად სოფელ დიხაშხოს „ქართულ ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ლორთქიფანიძე ვანის რაიონის მცხოვრებ მამა-შვილ თენგიზ და მირზა ბელთაძეებს უკანონოდ სამსახურებრივი მდგომაროების ბოროტად გამოყენებით დაემუქრა, შალვა ლორთქიფანიძემ ბელთაძეებს მიმართა: "რით ვერ ისწავლეთ ჭკუა, სად უნდა დადგეთ, თუ არ იცით, განახებთ იმას, რომ მრიცხველის არშეცვლის გამო 3 ათას ლარიან ჯარიმას გამოგიწერთ". მირზა ბელთაძემ ოფიციალურად მოსთხოვა, რომ "ენერგო პროს" ეს მოთხოვნა წერილობით მოეწერა, ვინაიდან არც მას და არც სხვა ობიექტების მქონე ადამიანებს მსგავსი მოთხოვნა "ენერგო პროსთან" არ მისვლიათ. არც წერილობით და არც სიტყვიერად მათ შორის ამ ბატონის მეშვეობით,“- განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავას ბრალდებას „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ არ ადასტურებს, კომპანიაში აცხადებენ, რომ კომპანია პოლიტიკურ პროცესებში არ ერევა.

„ჩვენგან გამორიცხულია რაიმე პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა, მით უმუტეს იმ ფორმით, რაც, თითქოს, მოხდა ვანის მომსახურების ცენტრში ჩვენი წარმომადგენლის მიერ. ჩვენთან მუდმივად მიმდინარეობს მსგავსი გადამოწმებები, როგორიც იყო ერთ-ერთი ეს ობიექტი. მხოლოდ ვანში ბოლო ორ თვეში გადამოწმებულია 57 კომერციული აბონენტი, მათ შორის, ოთხ შემთხვევაში ხარვეზი დაფიქსირდა, 4-დან სამმა რეაგირება მოახდინა, ხოლო მეოთხე არის ეს ავტოსამრეცხაო, რომელის გამო, თითქოს, ასეთ სკანდალში ეხვევა კომპანია. კარგი იყო, დავლოდებოდით ჩვენს ინფორმაციას, კარგი იყო, გადამოწმებულიყო, თუმცა ნაცვლად ამისა, გუშინ საღამოს ჩვენმა წარმომადგენელმა მიიღო ზარი პოლიტიკური ლიდერისგან და დაიმსახურა მხოლოდ დედის გინება,“- განაცხადა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ბოცვაძემ.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა