|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანისა და ხონის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისთვის 12 პარტია დარეგისტრირდა

28 აპრილის შუალედური საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია 12-მა პოლიტიკურმა პარტიამ გაიარა. 

 ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობასთან  საარჩევნო სუბიექტების მიმართვის ვადა ამოწურულია, თუმცა პარტიის კანდიდატებს რეგისტრაციისთვის დრო კიდევ აქვთ. 

 თამარ ჟვანიას განცხადებით, შუალედური არჩევნების ჩატარებისათვის დაახლოებით 880 000 ლარი დაიხარჯება.

ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ "ევროპული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატის ვინაობა, პარტიის სახელით დეპუტატის მანდატისათვის გიგი უგულავა იბრძვის.  სხვა პარტიებს კანდიდატები ოფიციალურად ჯერ არ დაუსახელებია. არსებული ინფორმაციით, ოპოზიცია საერთო კანდიდატურის დაყენების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. "ქართული ოცნება" კი დეპუტატობის კანდიდატად, სავარაუდოდ, მხარის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის კანდიდატურის დასახელებას გეგმავს. 

 28 აპრილს შუალედური საპარლამენტო არჩევნები ვანისა და ხონის 54-ე საარჩევნო ოლქში გაიმართება. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა