|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება ჩვენთვის არავის დაუვალებია"

ვანო მერაბიშვილი პატიმარია და მისი გათავისუფლება ჩვენთვის არავის დაუვალებია, - ამის შესახებ დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ განაცხადა. ომარ ნიშნიანიძე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების მიერ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. 

ვანო მერაბიშვილი პატიმარია და მისი გათავისუფლება ჩვენთვის არავის დაუვალებია, - ამის შესახებ დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ განაცხადა. ომარ ნიშნიანიძე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების მიერ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. 

ომარ ნიშნიანიძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილისათვის წაყენებული 4 მუხლიდან 2 მუხლში გამოთქვა ეჭვი, კერძოდ, თავდაპირველ პატიმრობასთან დაკავშირებით რამდენად კანონიერად მოხდა ეს.

„მერაბიშვილი პატიმრობაშია 2018 წლამდე და არც არავინ ავალდებულებს ხელისუფლებას, რომ გაანთავისუფლოს. სად ამოიკითხა მიხეილ მაჭავარიანმა, რომ შავით თეთრზე წერია ის პოლიტპატიმარია და უნდა გაანთავისუფლონ? რა სათვალე აქვს ამნაირი მიხეილ მაჭავარიანს, რომ ასე წაიკითხა. მე მგონია, რომ ისინი შოკში არიან, რადგან მეტს ელოდნენ. ეს ვერ მოახერხეს. სტრასბურგის სასამართლოს ვერ მოატყუებ, ვერაფერს დაუმალავ. მან რეალობა თქვა და აღნიშნა გარკვეული ხარვეზები“, - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ. 

მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ სცნო. ნიშნიანიძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილი იყო  მთავარი დამნაშავე, მიხეილ სააკაშვილის მთავარი იარაღი, რომლითაც სააკაშვილი თავის უკეთურ საქმეებს აკეთებდა და სახელმწიფო ძალას წარმოადგენდა.

„როცა გათავისუფლდება მერაბიშვილი, უნდა აეკრძალოს სახელმწიფო სამსახურში მუშაობა. უმუშევარი რომ არ დარჩება, ცხადია. წართმეული ბიზნესები და ა.შ. მაგათ რომ აქვთ, ისე უნდა, ჩვენ ვიკითხოთ“, - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ. 

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილს „ხალხმა განაჩენი გამოუტანა და პოლიტიკურ მოუსავლეთში გაუშვა“. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა