|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი ვაშაძე "გირჩის" გარდა კონსულტაციებს სხვა პარტიებთანაც მართავს

სამოქალაქო პლატფორმა ”ახალი საქართველო” პოლიტიკურ ცენტრ ”გირჩის” გარდა თანამშრომლობის საკითხებზე კონსულტაციებს სხვა პოლიტიკურ ძალებთანაც მართავს. ამის შესახებ გიორგი ვაშაძაძემ თავად  განაცხადა, თუმცა ამ ეტაპზე პარტიების დასახელებისაგან თავს იკავებს.

”ზოგადად, საუბრებია არა მხოლოდ ”გირჩთან”, არამედ სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც. ჯერჯერობით გაერთიანების შესახებ ინფორმაციას ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ. მიმდინარეობს საუბრები, როგორ შეიძლება ვითანამშომლოთ. შესაძლოა, არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მივიღოთ, შეიძლება, სხვებთან ერთად. ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის”, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
აღნიშნულ საკითხზე განცხადების გაკეთებას გეგმავს "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა