ვახო სიხარულიძემ და ბექა ბასილაიამ შიმშილობა შეწყვიტეს
პარლამენტთან შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით დაწყებულ შიმშილობა ქუთაისელმა ექიმმა ვახტანგ სიხარულიძემ და ადვოკატმა ბექა ბასილაიამ შეწყვიტეს, მიზეზი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.
პარლამენტის წინ პროტესტის ნიშნად მოშიმშილე აქტივისტები ადვოკატი, ბექა ბასილაია და ვახტანგ სიხარულიძე შეუძლოდ გახდნენ. ბექა ბასილაია საავადმყოფოში გადაიყვანეს, ვახო სიხარულიძემ კი საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა.
"ამ ეტაპზე ვწყვეტთ შიმშილობას, გადავალთ სამედიცინო დაწესებულებაში. ჩვენ გიორგი გახარიას გადავაყენებთ!",- განაცხადა ბასილაიამ.
ბექა ბასილაია 19, ვახტანგ სიხარულიძე კი 17 დღე შიმშილობდა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















