"ავტომობილის აფეთქება, შესაძლოა, გარე ძალების მიერ მოწყობილი ქმედება იყოს"
თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ახლოს ამავე პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ფაქტს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია პროვოკაციად აფასებს. როგორც მაისაიამ „აიპრესთან“ საურისას განაცხადა, მისი ვარაუდით, შესაძლოა ავტომობილის აფეთქება ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის მსურველი გარე ძალების მიერ იყოს მოწყობილი.
"რა თქმა უნდა, ეს დასაგმობი ფაქტია, რაც არ უნდა გაკეთდეს და როგორი ტიპის დონეზეც არ უნდა იყოს მოწყობილი. თუმცა, გამოძიების დასადგენია ეს ტერაქტი იყო თუ არა. წინასწარი ვარაუდით, ეს ტერაქტია. თავისი ხელწერით გარკვეულწილად ჰგავს ასეთი ტიპის ქმედებას. თუმცა, აქ ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. შესაძლოა, ეს გარე ძალების მიერ მოწყობილი ქმედება იყოს. იმ ქვეყნების, რომლებსაც საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევა სურს. თუმცა, ბევრი საეჭვო დამთხვევა იყო ტერაქტთან მიმართებაში, თუ ეს მართლაც ტერაქტია, ეს ემთხვეოდა სწორედ „რუსთავი2“-ზე ერთ-ერთი „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო პრეზენტაციას.
მანამდე, არაერთი გაფრთხილება იყო, რომ საქართველოში ანალოგიური ტიპის დივერსიული აქტები მოსალოდნელია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ეს განცხადება, არაერთმა ექსპერტმა ამაზე მიანიშნა და გაართხილა. მანამდე კი, ნორიოსა და გორში სამალავებში საბრძოლო ტიპის ელემენტები შეიარაღების ნიმუშები ამოიღეს. როგორც ჩანს, ის საკმაოდ გამართულ მდგომარეობაში იყო. ეს ფაქტიც ამის ერთგვარ წინაპირობას იძლეოდა. უბრალოდ, არ გავუსწრებ გამოძიებას“,-აცხადებს მაისაია.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















