"ვემიჯნებით „ნაციონალურ მოძრაობას“ და „თავისუფალ ზონას“
გუშინ ქუთაისში ბიძინა ივანიშვილის ყოფნის დროს მცირე ინციდენტი მოხდა, თეატრის წინ იპოთეკით დაზარალებულები შეკიკრიბნენ და ივანიშვილთან შეხვედრა მოითხოვეს. ადგილზე იმყოფებოდნენ „თავისუფალი ზონის“ წევრებიც, რომელთაც ივანიშვილთან შეხვედრა ხამურის ფონზე სცადეს. მომხდარს „იპოთეკური სესხით დაზარალებულთა“ ცენტრის წარმომადგენლები გამოემხაურენ. მათი განცხადებით, ემიჯნებიან „თავისუფალ ზონას“ და მათ მოთხოვნებასაც.
„იპოთეკური სესხით დაზარალებულთა“ ცენტრი არის აპოლიტიკური ორგანიზაცია და არ ემსახურება არცერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას. განსაკუთრებით ვემიჯნებით „ნაციონალურ მოძრაობას“ და „თავისუფალ ზონას“. ჩვენ გვსურდა ივანიშვილთან შეხვედრა, რაც ვერ მოვახერხეთ „თავისუფალი ზონის“ ქმედებების გამო . ჩვენ გვაქვს ჩვენი სოციალური პრობლემები და აქედან გამომდინარე, თხოვნები არსებულ ხელისუფლებასთან. გვინდოდა მიგვეწოდებინა ბიძინა ივანიშვილთან ინფორმაცია, რომ შეწყდეს მოსახლეობის გამოსახლება. მოხდეს ერთადერთი სახლის შენარჩუნება, რომ გადარჩეს ქართული ოჯახები“-აცხადებენ ორგანიზაციის წევრები.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















