|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვინ აანაზღაურებს გადაყრილ ფულს, რომელიც გზების რეაბილიტაციას მოხმარდა?"(PHOTO)

ძლიერმა წვიმა ქუთაისში გზები დააზიანა.  სანიაღვრე არხებმა ნალექი ვერ გაატარა და წყალი გზებზე გადავიდა. დაზიანებული გზების და სანიაღვრე არხების გაუმართაობის გამო მერიის მიმართ შენიშვნას გამოთქვამს არასმთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი. მისი განცხადებით, სამუშაოები უხარისხოდ სრულდება, რის გამოც ყოველი წვიმის შემდეგ გზები იტბორება.

"1 950 000 ლარი დაიხარჯა პროექტზე, რომლის შესახებაც დღემდე ამაყად მოგვითხრობს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მუზეუმის ყოფილ შენობაზე გამოფენილი ბანერი. თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და ქუჩის ფუნდამენტურ განახლებას გულისხმობდა, პროექტის ფარგლებში გაკეთდა ღვარსადენი ქსელი, რომლის ძირითადი დანიშნულება წყლის გატარებაა წვიმიან დღეებში. სამწუხაროდ, აღმოჩნდა რომ დანიშნულებას ვერ ასრულებს",–განაცხადა ბარათაშვილმა. მას შენიშვნა სამუშაოების შესრულების ვადებთანაც აქვს და აცხადებს, რომ დევიზი "ნელა, მაგრამ ხარისხიანად" მხოლოდ პირველ ნაწილში სრულდება.

"დღევანდელი ხელისუფლების მუშაობის დევიზი ასე ჟღერს: "ნელა, მაგრამ ხარისხიანად", დევიზის პირველი ნაწილი გადაჭარბებით სრულდება, რასაც ვერ ვიტყვით მეორეზე. გამოიდარა და საზოგადოებას რამოდენიმე კითხვა დაუგროვდა. გვინდა ქუთაისის მერს საჯაროდ დავუსვათ: ბატონო მერო, ვის, ან რას დავაბრალოთ ის, რომ მხოლოდ ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, რომლის მონახულება მაღალი გამავლობის "ლენდ კრუიზერით" დიდ ძალისხმევას და დროს არ საჭიროებს, წვიმიან დღეებში რამდენიმე მდინარე ემატება? რომ ასსაფეხურიან კიბეებზე ჩანჩქერი ჩამოედინება? რომ შანიძის აღმართზე ახალი მდინარე მოჩხრიალებს? რომ ბალახვანი წელამდე წყალში დგას? რომ ახლად რეაბილიტირებულ თამარ მეფეზე ასფალტის საფარი ერთმა წვიმამ დააზაიანა? ვინ აანაზღაურებს გადაყრილ ფულს, რომელიც ღვარსადენების, გზების და ქვაფენილების რეაბილიტაციას მოხმარდა? მინდა მჯეროდეს, რომ გააზრებული გაქვთ, რა საქმეს ემსახურებით. ახლა თქვენ მართავთ ამ ქალაქს და ვიდრე გაქვთ პატივი, იმუშავეთ მისი ინტერესებიდან გამომდინარე. ბიუჯეტის ფულის ხარჯვა იოლია, რთულია დადებული შედეგი გრძელვადიან პერსპექტივაში",–აცხადებს ბარათაშვილი.

მერიაში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე პასუხი არა მერიამ, არამედ  ააიპ "სპეციალურმა სერვისებმა" გასცეს, რადგან პრობლემა არ უკავშირდება  შესრულებულ ინფრასტრუქტურული  სამუშაოებს. "სპეციალურ სერვისებში" ოფიციალური განცხადება ერთ საათში გაკეთდება.

    

     

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა