|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვინ გახდება ქუთაისის #41 საჯარო სკოლის დირექტორი?

მას შემდეგ, რაც გენადი მარგველაშვილი ქუთაისის #47 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა,  აქტუალურია საკითხი, თუ ვინ დაიკავებს # 41 ფიზიკა-მათემატიკური სკოლის დირექტორის პოსტს.

გენადი მარგველაშვილის განცხადებით, ის ჯერ სკოლის დირექტორად ირიცხება, პარლამენტარის სტატუსი თანამდებობაზე დარჩენის უფლებას არ აძლევს, თუმცა შესაძლებელიც რომ იყოს, ამ თანამდებობაზე დარჩენას არ აპირებს, რადგან სკოლა დიდ ყურადღებას მოითხოვს.

 მარგველაშვილის თქმით,  დირექტორის არჩევა სკოლის სამეურვეო საბჭოს გადასაწყვეტია: “შევიკრიბებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს არის დემოკრატიული პროცესი, რომლის მიხედვითაც თავის დროზე მე ამირჩიეს. ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი, როგორც დანიშნული, შემდეგ ამირჩია სამეურვეო საბჭომ და ვიყავი არჩეული დირექტორი. ამ წელში უკვე გადიოდა ჩემი დირექტორობის 6-წლიანი ვადა, შესაბამისად, იგივე პროცედურა მაინც საჭირო გახდებოდა“, -აღნიშნა მარგველაშვილმა. 

მისი თქმით, სკოლას რაც შეიძლება მალე უნდა ყავდეს დირექტორი, რომ სკოლის  ერთიანი პოლიტიკა შემუშავდეს. "მე ყველანაირად შევუწყობ ხელს ახალ დირექტორს, რომ სკოლა კიდევ უფრო გაძლიერდეს"-, აცხადებს  მარგველაშვილი. როგორც მან "ნიუპრესს" განუცხადა, ის სკოლაში კვლავ გააგრძელებს მათემატიკის წრის მოსწავლეებისათვის გაკვეთილების ჩატარებას. 

ამ დროისათვის დირექტორის მოვალეობას  პირველი მოადგილე თამაზ ბარდაველიძე ასრულებს. მარგველაშვილი არ გამორიცხავს, რომ დირექტორის თანამდებობაზე  ბარდაველიძე დარჩეს. 

ქუთაისში განათლების სამინისტროს რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბადრი ვაშაკიძე კი აღნიშნავს, რომ განათლების სამინისტრომ, შესაძლოა,  დირექტორის დანიშვნის წესი შეცვალოს,  ამიტომ ჯერჯერობით რაიმეს თქმა არ შეუძლია. რაც შეეხება დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, მისი თქმით, თუ რამდენ ხანს შეიძლება მართავდეს სკოლას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ეს ვადა განსაზღვრული არ არის.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა