ვინ უნდა შეისწავლოს ფრინველების დახოცვის მიზეზი?
ქუთაისში ფრინველების დახოცვა გრძლდება. მტრედები სისტემატიურად იხოცებიან. მოქალაქეები "ნიუპრესს" დაუკავშირდნენ და ნიკეას დასახლებაში მტრედების სისტემატიურად დახოცვის შესახებ აცნობეს. "ნიუპრესმა" დაღუპული ფრინველი ქალაქის ცენტრალურ ნაწილშიც დააფიქსირა.
რას უკავშირდება ფრინველების დახოცვა, ამის გასარკვევად "ნიუპრესი" გარემოსა და ბუნებრივი რესურსები დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც სამინისტროს პრესსამსახურმა, ეკა ბენდელინმა განაცხადა, ფრინველების დახოცვის მიზეზი მოწამლული ჰაერი არაა, რადგან მისივე თქმით, ქუთაისში, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ნაგავსაყრელი, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საგანგაშო არაა. ეკა ბენდელიანის გაცხადებით, საკითხით მუნიციპალიტეტი უნდა დაინტერესდეს. მისივე თქმით, თვითმმართველობაში შესაძლოა, არსებობდეს სამსახური, რომელიც მსგავს ფაქტებს შესაბამის უწყებებთან ერთად ლაბორატორიულად შეისწავლის.
სპეციალური სამსახურის არსებობას არ ადასტურებს მერიის პრესსამსახური. მისი თქმით, თვითმმართველობას არ აქვს ლაბორატორია, რომლის მეშვეობითაც ფრინველებისათვის ანალიზის ჩატარება მოხდება.
ვინაიდან ვერცერთი სამსახური ახერხებს ფაქტის შესწავლას, ფრინველების დახოცვის მიზეზი კვლავ უცნობი რჩება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















