|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვინ წარმოადგენს თბილისს "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიაში?

"ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო სიის წარსადგენად ემზადება.  უკვე შერჩეულია კანდიდატები, რომლებიც საარჩევნო სიაში რეგიონალური ქვოტით დედაქალაქს წარმოადგენენ.

"ნიუპრესის" ინფორმაციით,  თბილისის ქვოტას ნიკანორ მელია, ირაკლი აბედაძე,  ელენე ხოშტარია, გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, დიმიტრი ძაგნიძე წარმოადგენენ.  

შეგახსენებთ,  ენმ-მა 2016 წლის საარჩევნო სიის ფორმირების ახალი წესი შეიმუშავა, რომლის თანახმად,  სიაში  წარმოდგენილი იქნებიან როგორც  ცენტრალური ოფისის, ასევე  რეგიონების ქვოტის წარმომადგენლები ადგილმონაცვლეობით.

 იმერეთის წარმომადგენლობა რამდენიმე დღის წინ წყალტუბოში შეირჩა. იმერეთს  6 ნომრით ოთარ კახიძე,  11 ნომრით აკაკი ბობოხიძე, 19 ნომრით გია თევდორაძე წარმოადგენენ.  ასევე იმერეთის ქვოტაში შედიან  მამუკა საღარეიშვილი 38 ნომრით,  სოფიო სიუკაევა (44 )  და ნატალია ბაბუხადია (54). 

 

ავტორი: ნიუპრესი