|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წაგებული სასამართლო დავები ქუთაისის მერიას 100 000 ლარი დაუჯდა

ქუთაისის მერიამ წაგებული სასამართლო პროცესების გამო 100 000 ლარი დაკარგა. აღნიშნულის შესახებ დღეს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ისაუბრა. გოგი წულაიას განცხადებით, თვითმმართველობის უზნეო გადაწყვეტილებების გამოსწორება მოსახლეობას საკუთარი ჯიბიდან უხდება.

წულაიამ დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომელშიც ნაჩვენებია, რომ 100 000 ლარი ქუთაისის მერმა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებაზე დახარჯა. როგორც წულაია განმარტავს, დოკუმენტში ჩამოთვლილია იმ ადამიანების სახელები, რომლებსაც სასამართლო პროცესების წაგების შემდეგ მერიამ თანხა გადაუხადა.

ჩამონათვალში სპორტული ააიპის ყოფილი ხელმძღვანელის სოსო გაბრიჭიძისა და ყოფილი გამგის ნანა კაკურიას მოგებული პროცესებიცაა.
წულაია საკრებულოსაც ადანაშაულებს. მისი თქმით, საკრებულო რომ თავის სიმაღლეზე იყოს, მერს პასუხს მოთხოვდა.

წულაიას ბრალდებას მერიაში არ პასუხობენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა