|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წარმატებული ქუთაისელი პედაგოგები დაჯილდოვდებიან

5 ოქტომბერს მასწავლებელთა დღე აღინიშნება. ამ დღის აღსანიშნავად ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის  ორგანიზებით, ტარდება ტრადიციული ღონისძიება.
მოეწყობა კონცერტი მასწავლებლების მონაწილეობით და მოხდება ,,ღვაწლმოსილი და წარმატებული პედაგოგების დაჯილდოება“.
ღონისძიების მიზანია, მასწავლებელთა შემოქმედების თანამედროვე რეალობიდან დანახვა, მათი ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოების წინაშე. 5 ოქტომბერს მოხდება ქალაქის საჯარო სკოლების და ბაგა-ბაღების წარმატებული და ღვაწლმოსილი მასწავლებლების, დირექტორების დაჯილდოება.
 
 
 
 
 
 
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა