ჭიათურაში პოლიციის მიერ ნაცემი მუშა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
საჩხერის სასამართლომ დღეს ჭიათურაში პოლიციელების მიერ ნაცემი და შემდეგ დაკავებული მუშა გაათავისუფლა. ინციდენტი ჭიათურაში "ჯორჯიან მანგანეზის" დაქვემდებარებაში არსებულ "ცდფ-ს" ქარხანაში დღეს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, პოლიციის უფროსმა ფილიმონ აბრამიშვილმა და მისმა ორმა მოადგილემ წარმოების მთავარი ენერგეტიკოსი ზაზა ჩინჩალაძე სცემეს.
ქარხნის თანამშრომლების ნაწილის თქმით, ინციდენტი დილით მოხდა და იმ დროს სამსახურში არ იყვნენ, თუმცა ამბობენ, რომ ცემის ფაქტი მათ სხვა თანამშრომლებმა დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, პოლიციის უფროსი და მისი მოადგილეები თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდენენ და ის სასტიკად ნაცემი პოლიციამ დაწესებულებაში წაიყვანა.
მომხდარის გამო ქარხნის თანამშრომლებმა მუშაობა შეწყვიტეს და თანამშრომლის სოლიდარობის მიზნით პოლიციაში წავიდნენ. ისინი არ იზიარებენ მოსაზრებას, თითქოს ზაზა ჩინჩალაძემ მიაყენა შეურაცხყოფა პოლიციელებს. მათი თქმით, დაკავებულს ოპერაცია აქვს ახალი გაკეთებული და ის უკონფლიქტო თანამშრომელია.
ზაზა ჩინჩალაძე მედიასთან ჩხუბის ფაქტს არ ადასტურებს.
შსს-ს ინფორმაციით, ზაზა ჩინჩალაძე სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.
ქარხანაში მომხდარი ჩხუბი ერთ-ერთი დანადგარის ძრავის დაკარგავს უკავშირდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















