|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურის ყველა უბანი 08:00 საათზე გაიხსნა

ჭიათურის #56-ე საოლქო კომისიაში არსებულ ყველა უბანი დილის 8:00 საათზე გაიხსნა. ამ დროისთვის ყველა უბანზე საარჩევნო პროცედურები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. კომისიის თავმჯდომარის მამუკა სამხარაძის განცხადებით, ოლქში  58 საარჩევნო უბანი არსებობს, 43 795 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ჭიათურის ოლქი ერთ-ერთია, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  სულხან მახათაძე და „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი არიან.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა