|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყება

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყება,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა. 
კონსულტაციები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის სპიკერ დავით უსუფაშვილსა და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას შორის დღეს გაიმართა,
რის შედეგადაც   კონსენსუსამდე მივიდნენ.

"გარკვეულწილად შევაჯერეთ ჩვენი პოზიციები და შევთანხმდით, რომ ჩემს მიერ გაგზავნილი გადაწყვეტილების კონტრასიგნაცია მოხდება 8 ივნისს, რაც ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო კამპანია გაგრძელდება 4 თვის განმავლობაში”, - განაცხადა პრეზიდენტმა. 
საპარლამენტო  არჩევნები საქართველოში  8 ოქტომბერს (შაბათს),  გაიმართება. 

ავტორი: ნიუპრესი