|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჭიღვარიას ქმედება თამამად შეიძლება შევაფასოთ, როგორც ბიუჯეტის ქურდობა"

ბიუჯეტის ქურდობასა და საკუთარი გარემოცვისა და პოლიტიკური აქტივის ბიუჯეტის ხარჯზე შენახვაში ადანაშაულებს ქუთაისის მერს გიორგი ჭიღვარიას "ლეიბორისტული" პარტიის ქუთაისის ორგანიზაცია.

"ლეიბორისტული" პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ინფორმაციით, ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას მმართველობის პერიოდში მერიის ააიპების ადმინისტრაციების ხელფასები მილიონზე ლარზე მეტით გაიზარდა. ირაკლი კიკვაძის განცხადებით, ხელფასების ზრდა მოხდა "ქართული ოცნების" აქტივისტებისა და მერის უახლოესი გარემოცვის წევრების ხარჯზე, ხოლო ააიპების ქვედა რგოლებში ხელფასები, პირიქით, შემცირდა.

 "ჩვენს მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის დამუშვების შედეგად, დავადგინეთ, რომ მერიის ააიპების (დამსხვილების შედეგად 11 ააიპი დარჩა) ადმინისტრაციების სახელფასო ხარჯები მილიონზე მეტი ლარით -  1 037 770 ლარით არის გაზრდილი. გასულ წელს ეს ხარჯი იყო  6, 096080 ლარი,  2018 წელს კი - 7 133 850 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ მატება მოდის მერის უახლოეს გარემოცვასა და "ქართული ოცნების" აქტივისტებზე. ამასთან, ააიპებში იხსნება ახალი განყოფილებები, სადაც დასმული ყავს თავისი უახლოესი გარემოცვის წევრები. ეს ფაქტი მიანიშნებს, რომ ქუთაისის ბიუჯეტიდან ხდება პარტიული აქტივის შენახვა. ჭიღვარიას ქმედება კი თამამად შეიძლება შევაფასოთ, როგორც ბიუჯეტის ქურდობა. ჭიღვარია ჩამოყალიბდა, როგორც ბიუჯეტის ქურდი" , - განაცხადა ირაკლი კიკვაძემ. 

მისი თქმით, ააიპების ხელმძღვანელების ხელფასებიც განსხვავებულია იმის მიხედვით, ეკუთვნის თუ არა ესა თუ ის ხელმძღვანელი ქალაქის მერის საახლობლო წრეს. მაგალითად სპორტის ააიპის ხელმმძღვანელის ააიპის 2 ათას ლარს აღემატება, კულტურის ააიპის ხელმძღვანელის ხელფასი კი, რომელიც არ წარმოადგენს ჭიღვარიას გარემოცვას, გაცილებით დაბალია.

 კიკვაძის თქმით, ხელფასები შემცირდა ააიპების დაბალ რგოლებში, მაგალითად სპორტის ააიპის პედაგოგების ხელფასი 100 ლარით შემცირდა, თუ  იყო 700 ლარი, გახდა 600 ლარი. 

ქუთაისის მერიაში ირაკლი კიკვაძის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

 

 

"ქუთაისში ხელფასები "ქართული ოცნების" წევრებს და მათ ახლობლებს გაეზარდათ"

არაპროპორციული ხელფასები ქუთაისის მერიის ააიპებსა და შპს-ებში

რა ოდენობით გაიზარდა ხელფასები ქუთაისის მერიაში?

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა