|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში ხელფასები "ქართული ოცნების" წევრებს და მათ ახლობლებს გაეზარდათ"

ქუთაისის მერიასა და მის ააიპებში ხელფასების მატება პოლიტიკური ნიშნით ხდება - აცხადებს "ლეიბორისტული პარტიის" წევრი ირაკლი კიკვაძე.

მისი განცხადებით,  მერიის ააიპებსა და შპს-ებში  ხელფასი "ქართული ოცნების" წევრებს ან მათთან დაახლოვებულ პირებს გაეზარდათ, რომლებიც ძირითადად ააიპების ადმინისტრაციებში არიან დასაქმებული,  ქვედა რგოლებს კი, რომლებიც უშუალოდ არიან სამუშაოების შემსრულებელები, ხელფასების ზრდა არ შეხებიათ.

ირაკლი კიკვაძემ მის ხელთ არსებული ინფორმაციის გასამყარებლად მერიიიდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, თუმცა 8 ივნისს გამოთხოვილი ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუღია. 

"8 ივნისს მივმართე მერიას, მოეწოდებინა საჯარო ინფორმაცია მერიის დაქვემდებარებაში არსებული ააიპებისა და შპს-ების საშტატო ნუსხის შესახებ 2017-18 წლების მიხედვით, რათა მქონოდა შედარების საშუალება.  რეორგანიზაციის დროს შერჩევით მოხდა ხელფასების ზრდა და ეს მეტწილად შეეხო "ქართული ოცნების" წევრებს ან მათ ახლობლებს, რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ დამტკიცდა ახალი საშტატო ნუსხა და კიდევ მოხდა ხელფასების მატება, საუბარია 200-დან 600 ლარამდე სახელფასო ზრდაზე. მაქვს ინფორმაცია, რომ კვლავ შერჩევით მოხდა ხელფასების მატება და ანაზღაურება "ქართული ოცნების" ან მათთან დაახლოებულ პირებს გაეზარდათ.  სწორედ ამის გამო ვითხოვდი საჯარო ინფორმაციას, 20 დღე გავიდა და არც შუალედური პასუხი მოუციათ. მოვიკითხე კიდევაც და რეაგირება არ მოახდინეს. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, ამ ინფორმაციას რომ შეგნებულად მალავენ "- განაცხადა ირაკლი კიკვაძემ.

მისი განმარტებით,  მერია ზოგადი ადმინისტაციული კოდექსის მე-40 მუხლს არღვევს, რის გამოც შესაძლოა, სასამართლოს მიმართოს.

შეგახსენებთ, ირაკლი კიკვაძე ქუთაისის მერიასთან უკვე ჰქონდა ერთი სასამართლო პროცესი, რომელიც მისი გამარჯვვებით დასრულდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა, რომ ის მერიის სპორტული ააიპიდან  კანონდარღვევით გაათავისუფლებს რის გამოც ააიპს მისთვის სახელფასო განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა.

 ქუთაისის მერიაში საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა