|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

WIZZ AIR სტუდენტებისთვის კონკურსს აცხადებს

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air სტუდენტებისთვის რიგით მეორე კონკურსს აცხადებს.

საერთაშორისო კონკურსი უნივერსიტეტისა თუ კოლეჯის სტუდენტებს თავიანთი პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს. ისინი თანიანთ ინოვაციურ იდეებს კომპანიის მიერ შემუშავებული ბიზნეს გამოწვევის ანალიზზე მუშაობისა და კვლევის დროს წარმოაჩენენ.

Wizz Air-ის კონკურსში მონაწილე სტუდენტები მიიღებენ პროფესიულ გამოცდილებას და გაეცნობიან ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანიის ბიზნეს სტრატეგიას.

რჩეულთა შორის მოხვედრის შემთხვევაში, კონკურსანტები თავიანთ კონცეფციას Wizz Air-ის გუნდის ავიაციის უფროს პროფესიონალებს ბუდაპეშტში გამართულ ღონისძიებაზე წარუდგენენ.

გამარჯვებულები Wizz Air-ის ქსელში ერთწლიანი უფასო, ულიმიტო მოგზაურობით დასაჩუქრდებიან.

ცნობისთვის, ავიაკომპანია ამჟამად მომხმარებლებს სთავაზობს ავიარეისებს 600-ზე მეტი მიმართულებით, რითაც ერთმანეთთან აკავშირებს 44 ქვეყნის 145 ქალაქს.

მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები საჩუქრად მიიღებენ ბილეთებს, რომელთაც ისინი საოცნებო დასვენების დღეების მოსაწყობად, ან საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად გამგზავრების მიზნით გამოიყენებენ.

 

დღეიდან 2018 წლის 25 მარტის ჩათვლით, კოლეჯის და უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა თუ მაგისტრატურის სტუდენტებს საშუალება აქვთ, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდნენ ბმულზე: www.wizzyouthchallenge.com.

დარეგისტრირებული თითოეული გუნდი 26 მარტს სამუშაოდ მიიღებს კონკრეტულ შემთხვევას შესასწავლად, სახელმძღვანელო დეტალურ მითითებებსა და ყველა საჭირო ინფორმაციას.

გუნდები, რომლებიც საუკეთესო კვლევებს წარადგენენ, მიწვეულნი იქნებიან ღონისძიებაზე, რომელიც 2018 წლის 9 და 10 მაისს ბუდაპეშტში გაიმართება.

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე: www.wizzyouthchallenge.com.

 

Wizz Air-ის პირველი სტუდენტური კონკურსი ძალიან წარმატებული იყო, წარმოდგენილი 400-ზე მეტი კვლევითა და ბუდაპეშტში გამართული შესანიშნავი ფინალით.  ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ მეორე კონკურსს ვიწყებთ და ევროპის გონებაგახსნილ ახალგაზრდებს საშუალებას ვაძლევთ, თავიანთი უნარ-ჩვევები თუ კრეატიული მიდგომები ბიზნესის რეალური გამოწვევის ანალიზზე მუშაობის დროს წარმოაჩინონ. Wizz Air-ში ვამაყობთ იმ შესაძლებლობებით, რომელთაც ჩვენ  ვქმნით ადამიანებისთვის: მომხმარებლებისთვის, რომლებიც ჩვენი მასშტაბური დაბალბიუჯეტიანი ქსელითა და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ფლოტის მომსახურებით სარგებლობენ; Wizz Air-ის გუნდის თითოეული მონდომებული თანამშრომლისთვის, რომელსაც შესანიშნავი კარიერის შექმნის შესაძლებლობა აქვს; ახალგაზრდა და ნიჭიერი ადამიანებისთვის, რომლებიც თავიანთი იდეების გაზიარებით მნიშვნელოვან პროფესიულ გამოცდილებას შეიძენენ.  როგორც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია, Wizz Air მოხარულია მომავლის ლიდერებთან ურთიერთობით და ვიმედვნებთ, რომ ბუდაპეშტში დაგეგმილ ღონისძიებაზე ევროპაში მცხოვრები ახალგაზრდების შესანიშნავ იდეებს გავეცნობით“, - აცხადებს Wizz Air-ის კორპორატიული დირექტორი ოვეინ ჯონსი.

 

 

  

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა