|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წლის ბოლომდე ვიზეიმებთ ნამახვან ჰესის მშენებლობის დაწყებას - ნათია თურნავა

ნამახვან ჰესის მშენებლობის დაწყებას წლის ბოლომდე ვიზეიმებთ - ამის შესახებ  ეკონომიკის მინისტრმა  ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი ნამახვან ჰესი ვითარდება და მისი ინვესტორები აბრეშუმის გზის ფორუმსაც ესწრებიან. 

"მივიწევთ სამშენებლო ნებართვის აღებისკენ და დიდი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლომდე ვიზეიმებთ მშენებლობის დაწყებას", — განმარტა თურნავამ.

 „ნამახვანი ჰესების კასკადი“ იმერეთსა და ლეჩხუმში უნდა აშენდეს. კასკადი აერთიანებს ორ ჰიდროსადგურს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 433 მგვტ. იქნება. 

 პროექტს  "ქლინ ენერჯი გრუპი" ახორციელებს, თუმცა 2019 წლის მარტში პროექტი  შეჩერებულად გამოცხადდა. კომპანია მთავრობის მიერ დოკუმენტის ხელმოწერას ელოდა. 

"ნამახვაჰესის" მშენებლობას ეწინააღმდეგებიან როგორც გარემოს დამცველები, ასე ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები.  მოსახლეობა კლიმატის შეცვლის საფრთხეზე საუბრობს. გარემოსდამცველთა ინფორმაციით,  ჰესმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ქუთაისს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა