წყალმომარაგების ქუთაისის ცენტრში არსებული სერვისები საუკეთესოდ აღიარეს
"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქუთაისის სერვისცენტრს 10 ქვეყნის წარმომადგენლები ეწვივნენ. უცხოური დელეგაციების ვიზიტი "აზიის განვითარების ბანკის" ორგანიზებით მოეწყო, რომლის მიზანს კომპანიაში არსებული სერვისების გაცნობა წარმოადგენდა.
"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორმა გიორგი კობერიძემ უცხოელ სტუმრებს კომპანიის სერვისცენტრის მუშაობის სპეციფიკა და ქუთაისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
შეხვედრის მონაწილეებს კომპანიის მიერ ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დანერგილი სისტემები წარუდგინეს. უცხოელი სტუმრები პროექტის მიმდინარეობის პროცესში არსებული პრობლემის მოგვარების და საჩივრების განხილვის წარმატებულ სისტემას გაეცნენ. მათ ასევე, ქუთაისში არსებული წყლის ახალი რეზერვუარი და სატუმბი სადგური დაათვალიერეს.
"აზიის განვითარების ბანკის" წარმომადგენლის, ინდირა სიმბოლოუს განცხადებით, ქუთაისის ცენტრში არსებული სისტემა საუკეთესო მაგალითია სხვა ქვეყნებისთვის.
"აზიის განვითარების ბანკის" წევრი ქვეყნები ჩამოვიყვანეთ ქუთაისში, რადგან ამ ქალაქში ჩვენი დაფინანსების ფარგლებში გარემოს დაცვითი და სოციალური საკითხები გათვალისწინებულია იმგვარად, რომ გამოყენებული იქნეს სხვა ქვეყნების მიერ, როგორც საუკეთესო პრაქტიკა. აქ მიმდინარე პროცესები შეესაბამება სტანდარტებს, რომელიც გვინდა, რომ გავავრცელოთ სხვა ქვეყნებში, მათ შორის მანილაში, სადაც ჩატარდება ცენტრალური ვორქშოფი და იქნება წარდგენილი, როგორც მაგალითი სხვა ქვეყნებისთვისაც", – განაცხადა ინდირა სიმბოლოუმ.
კომპანიის დირექტორის, გიორგი კობერიძის განცხადებით, კომპანია ქუთაისში ასრულებს წყალმომარაგების სამუშაოებს, რომელიც წლის ბოლოსთვის დასრულდება, ასევე მოხდება რეზერვუარების რეაბილიტაცია.
"ქუთაისში წყალმომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება, ასევე მოხდება რეზერვუარების რეაბილიტაცია. "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" არის პირველი, სადაც "აზიის განვითარების ბანკის" დახმარებით შეიქმნა და წარმატებით ფუნქციონირებს პირველი საჩივრების სისტემა. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ფინანსურ პარტნიორს იმისთვის, რომ გვეხმარება მსგავსი პროექტების განხორცილებაში, "–აცხადებს "გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის"დირექტორი.
შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქუთაისის ვიცე–მერის ნოდარ მიქიაშვილის განცხადებით, იმედია, რომ მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ ქალაქში წყალი 24 საათის განმავლობაში იქნება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
16:06
11:02
16:29
















