|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"წყალტუბოს ექნება ფერადი შადრევნები, გახმოვანებითა და ვიდეო ეფექტებით"

 წყალტუბოში კიდევ ორი ახალი ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება იგეგმება.  ცენტრალური პარკისა და ცივი ტბის რეაბილიტაციის  შემდეგ  ერთი მილიონი ლარით დაფინანსდება  შადრევნების რეაბილიტაცია, ხოლო 5 მილიონი ლარი მოხმარდება  გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას - ამის შესახებ დღეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი მიქელაძემ და პროექტების მენეჯერმა იმერეთის მხარეში დავით ტაბიძემ განაცვხადეს.  მათი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს პროექტირების პროცესი, სამუშოები 2017 წლიდან დაიწყება და  საკურორტო სეზონის დაწყებამდე დასრულდება.

,,წყალტუბოს ახლო მომავალში ექნება  ფერადი შადრევნები, გახმოვანებითა და ვიდეო ეფექტებით,  სრულად აღდგება სამივე აუზი, თავისი დამაკავშირებელი ხიდებით, რაც ბუნებრივია, კიდევ უფრო გაალამაზებს ჩვენს ქალაქს,  ამდენად, საკონცერტო დარბაზ ,,ივერიის’’ მიმდებარე ტერიტორია კვლავ გახდება წყალტუბოელებისათვის და აქ ჩამოსული ტურისტების  სასიამოვნო დასვენების ადგილი.  უმნიშვნელოვანესი პროექტია ასევე  ყოფილი პუშკინის ქუჩაზე  გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, ფაქტიურად, 20 წლიანი პაუზის შემდეგ წყალტუბოში ისევ დაიწყებს ფუნქციონირებას ჩამდინარე წყლებისა და კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა"-განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა