|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოს განვითარებისათვის 750-850 მილიონი დოლარის ინვესტიცია იგეგმება

რეფორმების 4–პუნქტიანი გეგმის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილის–ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაცია საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას დღეს გააცნო.

გიორგი კვირიკაშვილმა კურორტ წყალტუბოს შესახებაც ისაუბრა. აღნიშნა, რომ წყალტუბოს ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მსოფლიო ბანკმა 40 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. წყალტუბო–სპა კურორტის განვითარების კონცეფციის შესაბამისად კურორტზე 9 თერმული აბანოს და 15 სასტუმროს აღდგენა, ახალი თანამედროვე სასტუმროების და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაა დაგეგმილი.

სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 750-850 მილიონ აშშ დოლარს. ასევე, 2016 წლის ბოლომდე დაიწყება ორი არსებული სანატორიუმის რეკონსტრუქცია, რომლის შედეგად მაღალი კლასის სასტუმროები იფუნქციონირებს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა