"ქართული ოცნების" აგიტაციაში ეჭვმიტანილებს დღეს გაასამართლებენ
წყალტუბოს საარჩევნო კომისიის წევრებს, რომლებსაც ბრალი "ქართული ოცნების" სასარგებლო აგიტაციაში ედებათ, სასამართლო განაჩენს დღეს გამოუტანს. სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 18 საათზე დაიწყება.
როგორც წყალტუბოს #58–ე საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა ლოლა ფანცხავამ "ნიუპრესთან" საუბარში განაცხადა, კომისიის 5–მა წევრმა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაში მიიღო მონაწილოება. მათ ბრალად აგიტაციაში მონაწილეობა ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სანქცია 2 000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
შეგახსნებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 28 აპრილს, ცესკო-ში შევიდა განცხადება, რომელიც ეხებოდა წყალტუბოს №49-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების, №49 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ფიქრია კურასპედიანის, ამავე კომისიის მდივანის ნანი ქუთათელაძის და წევრის, ნუკრი იმედაძის წინასაარჩევნო აგიტაციაში შესაძლო ჩართულობას. ამის შემდეგ განცხადება შემდგომი რეაგირებისთვის, უფლებამოსილ №58 წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიიის თავმჯდომარეს გადაეგზავნა. საქმის შესწავლის პროცესში დადგინდა, რომ წინასაარჩევნო აგიტაციაში მათ გარდა მონაწილეობდნენ №49-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ლია ქობალია და №50 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მზევინარ იობიძე.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















