|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოს ტურისტული პოტენციალით რუსები დაინტერესდნენ

წყალტუბოს პოპულარიზაციისა და ტურიზმის განვითარების მხრივ არსებული პოტენციალის რეალიზების მიზნით   რუსეთის 18 ცნობილი სააგენტოს დირექტორებსა და წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე შეხვდნენ.
 წყალტუბოს გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კურორტის რეკლამირების მიზნით შეხვედრა  მრგვალი მაგიდის ფორმატით გაიმართა. სტუმრები  საინფორმაციო ცენტრის მუშაობისა და მომავალი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებით დაინტერესდნენ.
,,წყალტუბოში პირველად ჩამოვედი, თქვენი ქალაქი ულამაზესია, განახლებული ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სასტუმროები, აბაზანები, მღვიმეები იძლევა იმის საშუალებას, რომ კურორტით სხვადასხვა ასაკის ადამიანები დაინტერესდნენ. ვფიქრობ, ჩვენს დღევანდელ შეხვედრას მოჰყვება ახალი კავშირები, მეტი ტურისტი და დამსვენებელი",-განაცხადა მოსკოვის ტურ ოპერატორ ,,ალენის’’ ხელმძღვანელმა ტატიანა დუდინამ.
 
წყალტუბოში სამკურნალო და სპელეო ტურიზმის განვითარებაის შესახებ საინფორმაციო ტურის გამართვის ორგანიზატორმა ჟურნალისტმა, მოსკოვის ერთერთი მსხვილი ტურისტული კომპანიის მენეჯერმა ირინა უიბომ ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე საჭიროა, ადამიანებს დავანახოთ, რომ აქ უნდა ჩამოვიდნენ არა რამდენიმე დღით, არამედ მკურნალობის სრული კურსის მისაღებად. მანვე ისაუბრა პიარის მხრივ ერთობრივად განსახორციელებელ ღონისძიებებზე.
საინფორმაციო შეხვედრა დადებთად შეაფასეს თვითმმრთველობის პირველმა პირებმა, სტუმრებმა კეთილგანწყობასთან და თანამშრომლობის პირობასთან ერთად სიმბოლური საჩუქრებიც მიიღეს.
 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა