"წყალტუბოს თვითმმართველობა ტენდერებს პირად ინტერესებზე ირგებს"
წყალტუბოში შესრულებულ სამუშაოებს "ქართულ ოცნებას" არ უკავშირებს "თავისუფალი დემოკრატების" წყალტუბოს ორგანიზაციის თავმჯდომარე მაია შალამბერიძე. მისი თქმით, ქალაქში ყველაფერი კერძო ინვესტიციით კეთდება და ადგილობრივ მთავრობას მასთან კავშირი არ აქვს. მისივე თქმით, პროექტები წინა ხელისუფლების მიერ არის დატოვებული.
"ქალაქში მხოლოდ ეს იგრძნობა, რომ რამდენიმე სასტუმრო კერძო ინვესტიციით გაიხსნა, სხვა მხრივ, არაფერი შეცვლილა. პროექტები, რაც სრულდება, წინა მთავრობის მიერ არის დატოვებული. რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობას, ტენდერებს თუ გადავხედავთ, მივხვდებით, რომ ტენდერებს თავის თავზე ირგებენ, ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ და საქმე არ სრულდება. ამის თვალსაჩინო მაგალითია "ცივი ტბა", რომელშიც ძვირადღირებული ინვესტიციაა ჩადებული დაჯერ კიდევ არაა დასრულებული", –განაცხადა მაია შალამბერიძემ.
მისივე თქმით, გამგეობის ააიპებში გაბერილი შტატებია.
ბრალდებებზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის პასუხს მოგვიანებით მოგაწვდით.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















