|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში 9 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

"ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით,  21 ივნისს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით წყალტუბოს  9 ათასამდე შეეზღუდება. მიზეზი  მაღალი ძაბვის ქვესადგურში „წყალტუბო-110“ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოება.  

ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება  წყალტუბოსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებს-  თერნალი, გვიშტიბი, პირველი წყალტუბო, გუბისწყალი, გუმბრა, გუმბრინი, ჩუნეში,  ქვილიშორი, ცხუნკური, ყუმისთავი, ხომული. 

კომპანიის წარმომადგენლობის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად გუმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა. სამუშაოების დასრულებისთანავე ძაბვის  მიწოდება  აბონენტებს ჩვეულ რეჟიმში აღუდგებათ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა