წყალტუბოში ამომრჩევლის მაღალი აქტივობაა
საქართველოს მასშტაბით წყალტუბო აქტიურობით გამოირჩევა. 15:00 საათის მდგომარეობით წყალტუბოში ამომრჩეველთა აქტივობამ 37.71% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 19 272 ამომრჩეველს შეადგენს.
"15:00 საათისთვის მაღალი აქტივობა შეინიშნება. 19 727 ამომრჩეველი არის დაფიქსირებული, რაც 37.71% შეადგენს. რაც შეეხება დარღვევებს მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, მხოლოდ მცირედი პროცედურული დარღვევები იყო, რაც დამკვირვებლებმა აღნუსხეს. საარჩევნო პროცედურები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს" - განაცხადა 58-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ნიჟარაძემ.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, მაღალი აქტივობის დაფიქსირება კიდევ ერთხელ მიანიშნებს წყალტუბოს ატიურობაზე.
"ოპონენტებს მივმართავ, რომ ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესების გამჭირვალედ ჩატარებას. ამ დრომდე მაღალი აქტივობა არის დაფიქსირებული, რაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელთა აქტიურობის მანიშნებელია" - ამბობს ცოტნე ზურაბიანი.
57-ე მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა ერთიან სიაში 52 308-ს შეადგენს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















