|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში ბავშვების ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

წყალტუბოს საბავშვო ბაღებში ბავშვების მოწამვლის ფაქტზე გამოძიება 198-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული საქმე გამოსაძიებლად ფინანსთა სამინისტროს შესაბამის უწყებას გადაეგზავნება.

ფინანსთა სამინისტრო გამოძიებაში, სავარაუდოდ, დღის ბოლოდან ჩაერთვება.    

დღეს კლინიკას კიდევ 6-მა ბავშვმა მიმართა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ბავშვების მასიური მოწამვლა დაფიქსირდა. მომხდარის გამო მუნიციპალიტეტის ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერდა. 

 

                       

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა