|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამომრჩეველთა აქტივობამ წყალტუბოში 53% შეადგინა

წყალტუბოში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. 58-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ დაიწყო მონაცემების დაჯამება. გიორგი ნიჟარაძის თქმით, ოლქები უკვე დაიხურა და სავარაუდოდ, 2 საათში დაჯამებული მონაცემები გახდება ცნობილი.

"ამომრჩეველთა აქტივობამ წყალტუბოში 53% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 27 915 ამომრჩეველია. ბოლო საათების განმავლობაში მხოლოდ 1 საჩივარი დავაფიქსირეთ. მარკირების სითხე არ იყო დასხურებული, ამის შესახებ მივიღეთ საჩივარი. მთლიანობაში მშვიდობიანად მიმდინარეობდა პროცესები ყველა უბანში და ვფიქრობ, რომ მშვიდობიანად გაგრძელდება ხმის დათვლის პროცედურები“ - განაცხადა  წყალტუბოს 58-ე საოლქო საარჩევნო კომპანიის თავმჯდომარემ.

 57-ე მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა ერთიან სიაში 52 308-ს შეადგენს. ჯამში 68 უბანია. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა