|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში მცხოვრებ 560 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

დევნილთა და განსახლების სამინისტრო წყალტუბოში, 2016 წლის ბოლოს, 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობას იწყებს. ახლად აშენებულ კორპუსებში საცხოვრებელ ფართს 560 დევნილი ოჯახი მიიღებს.
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი წყალტუბოში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა და მასშტაბური მშენებლობის დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
სოზარ სუბარმა იმერეთის გუბერნატორ გივი ჭიჭინაძესთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მშენებლობის ადგილი დაათვალიერა.
მინისტრის თქმით, ყველა დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ფართს ეტაპობრივად მიიღებს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა