წყალტუბოში ცოტნე ზურაბიანი ლიდერობს
ცესკოს წინასწარი, მონაცემებით წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატი 52,69%-ით ლიდერობს.
57-ე მაჟორიტარულ ოლქში ამ დროისთვის 68 უბნიდან დათვლილია 66 უბნის მონაცემები.
"ძალიან დიდი მადლობა ამომრჩეველს და საარჩევნო შტაბს, რომ გააკეთეს მაქსიმუმი. 200-მდე შეხვედრა ჩავატარეთ ჯამში მოსახლეობასთან. ძალიან კმაყოფილები ვართ შედეგებით. წყალტუბომ ღირსეული არჩევანი გააკეთა. ჩვენ აუცილებლად გავუმართლებთ წყალტუბოს იმედებს და შევასრულებთ იმ დანაპირებს, რომელიც მივეცით ჩვენს თანამოქალაქეებს" , - ამბობს ცოტნე ზურაბიანი, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
წყალტუბოში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა 32.52%, "ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები" მაჟორიტარობის კანდიდატმა ვალერი ჩეჩელაშვილმა- 4.56% მიიღო.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















