|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში ღონისძიება "ოცნების ხეივანი" გაიმართება

"ოცნების ხეივანი" – 1 ოქტომბერს, წყალტუბოს ცენტრალურ პარკში "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებაზე მოსულ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ სპორტულ ღონისძიებებში, მოიხატონ და დატოვონ ფერადი ანაბეჭდები ბანერებზე, უყურონ პანტონიმის თეატრსა და ბერიკების შოუს. 19:00 საათიდან კი "ოცნების ხეივანი" ღონისძიებაზე მომსვლელებს მუსიკალურ ნომრებს შესთავზებს ამიკო ჩოხარაძის ჩართულობით. საღამოს დჯ ფოიერვერკის ფონზე დაასრულებს.

"ღონისძიებაზე ველოდებით რამდენიმე ასეულ ახალგაზრდას. ოცნების ხეივანი შექმნის ძალიან კარგ გარემოს; იქნება კარგი მუსიკა; ბევრი ფერადი ნომრები; პროგრამაში ვტოვებ სიურპრიზად რაღაცებს. ასე, რომ აქ მომსვლელებს ელოდებათ სახალისო საათები, დაუვიწყარი და ფერადი საღამო" – ამბობს ზვიად ქაშიბაძე, ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე.

ღონისძიებას ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცოტნე ზურაბიანი დაესწრება. ღონისიძიება 16:00 საათზე დაიწყება და 00:00 საათამდე გასტანს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა