წყალტუბოში წყალარინების გამწმენდი ახალი ნაგებობა შენდება
წყალტუბოში ბიოლოგიურად გამწმენდი ახალი ნაგებობა შენდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, წლის ბოლოდან, წყალტუბო მიიღებს თანამედროვე ტიპის ბიოლოგიურად გამწმენდ ნაგებობას, რომლის მეშვეობითაც მდინარეში ჩამდინარე წყალი გაიფილტრება.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ათეული წლის განმავლობაში, წყლის ფეკალური მასები მდინარეში ჩაედინებოდა. პროექტის განხორციელების შედეგად, მრავალწლიან პრობლემა სრულად აღმოიფხვრება. ამ ეტაპზე დასუფთავდა ტერიტორია, მიმდინარეობს რკინა-ბეტონის სამუშაოები და რეზერვუარების მოწყობა.
კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) ფინანასური მხარდაჭერით ხორციელდება.
წყალტუბოში სამუშაოებს მინისტრი ზურაბ ალავიძე გაეცნო. მინისტრმა იმერეთის მასშტაბით პროექტების მონიტორინგი დაიწყო. რეგიონში ეკოლოგიური პრობლემის მოსაგვარებლად პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 8 778 378 ლარით არის დაფინანსებული.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















