ხარაგაულის საკრებულო „რესპუბლიკელი“ თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე მსჯელობს
ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა მიმდინარეობს. საკრებულოს თავმჯდომარის, ინგა მაღრაძის გადაყენების საკითხი , რომელიც „რესპუბლიკური პარტიის“ წევრია, ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" დააყენა.
საკითხს საკრებულოს 20 დეპუტატი უჭერს მხარს.
სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს სიტყვით მიმართა და განაცხადა,რომ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან მისი გადაყენების საკითხის განხილვა პოლიტიზებულია.
სხდომას „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, ასევე პარლამენტის „რესპუბლიკელი“ წევრები - ნოდარ ებანოიძე და თამარ ხიდაშელი ესწრებიან.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















