|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულის სოფელ ბაზალეთში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთში 2.5 კმ. სიგრძის გზის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოების დასკვნითი ეტაპი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ მოინახულეს.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 600 000 ლარით დაფინანსდა. აღნიშნული გზის მონაკვეთი ამ დრომდე სრულად ამორტიზებული იყო, რაც მგზავრებისა და ტრანსპორტის გადაადგილებას საფრთხეს უქმნიდა. მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ბაზალეთის მოსახლეობასაც შეხვდნენ და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.

დღესვე, დაბა ხარაგაულში რამდენიმე ათეული აბონენტისთვის 24 საათიანი წყალმომარაგების რეჟიმი ამოქმედდა. მოსახლეობას წყალი 30 წლის განმავლობაში საერთოდ არ ჰქონდა. წყლის სისტემის მოწყობა ცენტრალური ბიუჯეტიდან 173 000 ლარით დაფინანსდა. აღნიშნული სისტემიდან წყალი ხარაგაულის ახალ ამბულატორიასა და მშენებარე საავადმყოფოსაც მიეწოდება.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა