|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულში ახალი სამედიცინო კლინიკა გაიხსნა

ხარაგაულში ახალი სამედიცინო კლინიკის გახსნას იმერეთის გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე, პაატა ნადირაძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ვალერი კვარაცხელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალ სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტი ყველა ტიპის როგორც გეგმიურ ისე გადაუდებელ მომსახურებას მიიღებს. ცენტრტში 14 საწოლია განთავსებული, აქედან 3 სარეანიმაციოა. საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს ულტრაბგერითი, რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული გამოკვლევები ადგილზე ჩაუტარდებათ.

ღნიშნული სამედიცინო ცენტრის მშენებლობისა და აღჭურვის მეორე ეტაპის დასრულებამდე ხარაგაულში გეგმიური ამბულატორიისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებები მოქმედებდა და შეუძლებელი იყო სრული სამედიცინო დახმარების გაწევა პაციენტებისთვის.

სამედიცინო ცენტრში 70-მდე თანამშრომელი დასაქმდება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა