|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები ცემეს

ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე ქართველი მუშა ჩინური კომპანიის „23-ე ბიუროს“ წარმომადგენლებმა სცემეს, - ამის შესახებ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენელმა ილია ლეჟავამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.  დაშავებულები ხარაგაულისა და ზესტაფონის საავადმყოფოებშია გადანაწილებული.
,,ახლა მივდივართ ზვარეში სიტუაციის გასარკვევად. წუხელ, გვიან ღამით დაგვირეკეს მუშებმა და გვითხრეს, რომ ჩინელებმა სცემეს. ისინი ,,არმატურებით“ არიან შეიარაღებული. როგორც ცნობილია, კიდევ ორი დაშავებული მუშა ამ დილით გადაიყვანეს საავადმყოფოში“, - განაცხადა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმოადგენელმა ილია ლეჟავამ.


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში ჩინური კომპანია „23-ე ბიურო“ რკინიგზის მშენებლობას აწარმოებს.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა