|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თეთრ ხიდზე" სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთ თვეში დასრულდება

ქუთაისში "თეთრი ხიდის" რეაბილიტაცია გრძელდება. სამუშაოებს ყაზახური კომპანია "ალმა რუს საქართველო" ასრულებს. კომპანიის თანამშრომლების განცხადებით, უკვე მოხდა მოაჯირების ნაწილობრივ შეღებვა და საფარის აღება.  მათივე ინფორმაციით, სამუშაოს დაწყებამდე შემოწმდა ხიდის მდგრადობა, თუმცა ამ მხრივ, მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა არ ყოფილა. 

"შემოწმდა ხიდის მდგრადობა, არსებული მდგომარეობა აკმაყოფილებს ნორმებს და მნიშვნელოვანი სამუშაოები ამ მხრივ არ ჩატარებულა. გაიწმინდა და გაიღება მოაჯირები, უმაღლესი ხარისხის საღებავებს ვიყენებთ, რომ არ მოხდეს დაჟანგვა.  20 წლიანი ვადით ვაკეთებთ სამუშაოებს. დაიწყო საფარის აღება და მალე მოხდება გამოცვლა. ნაწილობრივ  განთავსდება მინა იმიტირებული ქვებით", -აცხადებენ ადგილზე დასაქმებულები.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების ვადად 22 აგვისტო არის განსაზღვრული. ვარაუდობენ, რომ სამუშაოების დასრულება დადგენილ დროში მოესწრება.

"ხიდზე მუშაობა ერთ თვეში უნდა დავასრულოთ, განსაზღვრული გვაქვს 22 აგვისტო, ალბათ, მოვასწრებთ", -აცხადებენ კომპანიის თანამშრომლები. 

ქუთაისში "თეთრი ხიდის" რეაბილიტაცია 1 ივნისს დაიწყო. სამუშაოები 435 999 ლარად სრულდება. 

პროექტს საზოგადოების ნაწილში უკმაყოფილება უკმაყოფილება მოყვა. მათი თქმით, ხიდზე ქვების დადგმა არასწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა მერიას განმეორებით გამოცხადებულ ტენდრში პირობები არ შეუცვლია. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა