ხოსე კარერასი ქუთაისელი მსმენელის წინაშე წარსდგა
მსოფლიოს ლეგენდარული ტენორი ხოსე კარერასი ქუთაისელი მსმენელის წინაშე წარსდგა. კონცერტი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა.
საქართველოს სიმფონიურ ორკესტრს დირიჟორობა დევიდ ხიმენეს კარერასმა გაუწია. კონცერტზე ვერდის, პუჩინის, შოსტაკოვიჩის, გრიგის, როსინის ნაწარმოებების პოპულარული არიები შესრულდა, მსმენელის განსაკუთრებული აპლოდისმენტები ვერდის "ტრავიატამ" დაიმსახურა. კარერასს პარტნიორობას ქართველი სოპრანო სალომე ქიჯია უწევდა. კონცერტი მაყურებლის ოვაციების ფონზე წარიმართა.
ლეგენდარული ტენორის განცხადებით, ბედნიერია, რომ საქართველოში ჩამოვიდა, სადაც უამრავი დადებითი ემოცია მიიღო. კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით კი, ღონისძიება შედგა. "მთავარია ის თუ რამდენად კმაყოფილია ხალხი, მათი რეაქციიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ დღევანდელმა ღონისძიებამ გაამართლა",- განაცხადა მინისტრმა.
მომღერალი ქუთაისში კულტურის სამინისტროს პროექტის „ჩეკინ ჯორჯიას“ ფარგლებში ჩამოვიდა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















