ხოსე კარერასი ქუთაისში დღეს ჩამოვა
პროექტ Check-in Georgia–ს ფარგლებში მომღერალი ხოსე კარერასი პირდაპირ ქუთაისში ჩამოვა. კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ანა კანკიას განმარტებით, კარერასი ქუთაისში დღეს საღამოს იქნება, თუმცა ჩამოსვლის ზუსტი დრო არა საჯაროვდება. გენერალური რეპეტიცია თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ხვალ გაიმართება.
ქუთაისში მომღერლის დასახვედრად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მონტაჟდება სცენა, რის გამოც გადაკეტილია ცენტრალური მოედანი.
კონცერტი ხვალ 19:00 საათზე დაიწყება.
პროექტი Check-in Georgia ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით ქვეყნის 19 ქალაქში დაგეგმილ კონცერტებს და 35 ფესტივალს მოიცავს. ის კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის ორგანიზებით იმართება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















