|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხოსე კარერასი ქუთაისში კონცერტს 18 ივნისს გამართავს

მომღერალი ხოსე კარერასი  18 ივნისს  ქუთაისში კონცერტს გამართავს. კონცერტი ქალაქის ცენტრალურ მოედანზეა დაგეგმილი. კარერასი  პროექტ Check-in Georgia-ს ფარგლებში ჩამოდის. 

პროექტი Check-in Georgia ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით ქვეყნის 19 ქალაქში დაგეგმილ კონცერტებს და 35 ფესტივალს მოიცავს. ის კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის ორგანიზებით იმართება.

პროექტის განხორციელებისათვის 29 მილიონი ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაიხარჯება. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება. მისი მიზანი ქვეყნის კულტურულ კერად ქცევა და ტურისტების მოზიდვაა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა