|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხოსე კარერასის კონცერტზე მოსაწვევები დარიგდა (VIDEO)

ხოსე კარერასის კონცერტი ღია ცის ქვეშ გაიმართება. ქალაქის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ამინდი ხელს შეუწყობს. თავად ხოსე კარერასის მოთხოვნით კი, აუდიტორიის ნაწილს საშუალება ექნება სკამებზე დასხდნენ და და ისე მოუსმინონ ოპერის ლეგენდას. სკამები ორ რიგად განთავსდება, სადაც ადგილებს მოწვეული სტუმრები დაიკავებენ. მოსაწვევების განაწილების საკითხზე განცხადება ქალაქის მერმა გააკეთა.  შოთა მურღულიას განმარტებით, მოსაწვევების ნაწილი სპონსორებს დაურიგდა, იმერეთმა კი  670 მოსაწვევი  მიიღო. 250 მოსაწვევი დაიგზავნა იმერეთის 11 მუნიციპალიტეტში. 

"ეს ღონისძიება არ არის მხოლოდ ჩვენი ქალაქის, მთლიანად რეგიონმა უნდა მიიღოს სარგებელი და სიამოვნება. მოსაწვევევი, პირველ რიგში, იმ ადამიანებს გადაეცემა, ვისთვისაც მუსიკა და კონკრეტულად, ოპერა მნიშვნელოვანია.  დანარჩენი ბილეთები განაწილდა ქუთაისში. არცერთ საჯარო მოხელეს მოსაწვევი არ მიუღია. აქცენტი გაკეთდა დამსახურებულ ადამიანებზე."

შოთა მურღულიას თქმით, მოსაწვევები კულტურის და განათლების სფეროს წარმომადგენლებზე, ქალაქის საპატიო მოქალაქეების ოჯახებზე გადანაწილდა. მოსაწვევები ასევე გადაეცა შშმ პირებს და  მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს. 

 

 (ვიდეო მოწოდებულია მერიის პრესსამსახურის მიერ.)

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა