ხვალიდან ეროვნული გამოცდები იწყება
ხვალიდან ეროვნული გამოცდები იწყება. გამოცდები 22 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ხვალ პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება.
როგორც ცნობილია, წელს გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება. ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის და არა პასუხების ფურცლის ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. ეროვნულ გამოცდებზე წელს რეგისტრირებულია 38 500-ზე მეტი აბიტურიენტი.
საგამოცდო ცენტრები გახსნილია შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, რუსთავი, თელავი, ხულო.
ქუთაისში სამი ცენტრი იმუშავებს, აბიტურიენტები გამოცდებს ქუთაისის # 1, 17 და 41 სკოლებში ჩააბარებენ.
გამოცდები 09:00 საათზე დაიწყება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















