1 მარტიდან ქუთაისში გარევაჭრობა აიკრძალება
1 მარტიდან ქუთაისში უნებართვო გარევაჭრობის აღსაკვეთად აქტიური მოქმედებები დაიწყება. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ გარემოვაჭრეები.
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას თქმით, მათ ასევე იზრუნეს გარემოვაჭრეებისათვის ალტერნატიულ ფართზე, რომელსაც სამი თვით უფასოდ მიიღებენ.
„ჯერ კიდევ ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს დავპირდი მოსახლეობას მოვაწესრიგებდით ამ პრობლემას, რომელიც ქალაქს აწუხებს. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, ადმინისტრაციული სამსახურის საშუალებით, გავაფრთხილეთ გარემოვაჭრეები, რომ პირველი მარტიდან დავიწყებდით გარევაჭრობის მოწესრიგებას. თავიდან დავიწყებთ ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან და შემდეგ მოვიცავთ მთელს ქალაქს. ხვალიდან პრაქტიკულად ზედამხედველობის სამსახური იწყებს მუშაობას ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. მე მინდა ვაუწყო გარემოვაჭრეებს , რომ ჩვენ ყველა ბაზრის ხელმძღვანელს შევხვდით. ისინი მზად არიან გამოუყონ ადგილები მოვაჭრეებს. , სამი თვის მანძილზე ეს ადგილები იქნება უფასო. ქუთაისისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ქალაქს უნდა მივცეთ ნორმალური იერსახე, შესაბამისად ვერ შევეგუებით გარე ვაჭრობას“, - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
ქალაქში გარევაჭრობის პრობლემა წლებია არსებობს და მისი შეწყვეტა რამდენჯერმე მოტხდა, თუმცა პრობლემა ვერ მოგვარდა.
გარევაჭრობით დასაქმებულებისათვის ეს შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















