ხვალიდან ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლები აქციებს გამართავენ
ხვალიდან ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლები სრულმასშტაბიან უვადო გაფიცვას იწყებენ. საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით, გაფიცვა საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის და მისი წევრი ორგანიზაციის - იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით იმართება.
გაფიცვა დაიწყება ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სტაროსელსკის ქუჩაზე მდებარე ქარხნის მთავარ შესასვლელთან.
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლების მოთხოვნები ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ეხება, ასევე ყოფილი თანამშრომლის სამსახურიში დაბრუნებას.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















