"ყველა ქუჩა გადათხრილია იმის გამო, რომ რაგბის საერთშორისო ჩემპიონატს მომზადებული დავხვდეთ"
"ქალაქში ყველა ქუჩა გადათხრილია იმის გამო, რომ 2017 წელს რაგბის საერთაშორისო ჩემპიონატს მომზადებული დავხვდეთ",- ამის შესახებ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ სარაგბო კლუბ "ბაგრატთან" შეხვედრისას განაცხადა. ქალაქის მერის განცხადებით, 2017 წლის რაგბის საერთაშორისო ჩემპიონატისთვის მზადება მიმდინარეობს, მათ შორის ქალაქში დამატებით ორი ბაზა შენდება.
ქალაქის მერმა რაგბისტებს ჩემპიონატის წარმატებით დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ რაც უფრო მეტი წარმატებით წარმოაჩენს გუნდი თავს, მეტი მხარდაჭერა ექნება თვითმმართველობიდან.
"რაგბის სუპერ ლიგაში 10 გუნდიდან ქუთაისი ორი გუნდით არის წარმოდგენილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კლუბ"ბაგრატს" მინდა მივულოცო ეს დიდი წარმატება და მადლობა გადავუხადო თითოეულ რაგბისტს. გუნდს ქალაქის თვითმმართველობიდან მცირედი მხარდაჭერა ქონდა, რაც მომავალშიც გაგრძელდება. წლევანდელი წელი არის ზუსტად იმ სწორი პოლიტიკის შედეგი, რაც ბოლო წლებში განხორციელდა. ჩვენ გავხდით საქართველოს ჩემპიონი კალათბურთში, რაგბში უკვე მეორე გუნდი გადავიდა სუპერ ლიგაში, რაც ძალიან სასიხარულოა. ქუთაისი იყო სპორტის ქალაქი და არის კიდევაც",-აღნიშნა შოთა მურღულიამ.
სარაგბო კლუბ "ბაგრატის" მხარდამჭერი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალია", რომლის ოფისშიც გაიმართა აღნიშნული შეხვედრა.
შეგახსენებთ, 20- წლამდელთა რაგბის საერთაშორისო ჩემპიონატი საქართველოში, შეხვედრების ნაწილი კი, ქუთაისში გაიმართება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















