„ზაფხულის საღამოები“ იწყება
ზაფხულის საღამოები, რომელიც ტრადიციად იქცა, 29 აგვისტოს დაიწყება. ღონისძიებები მერიის მხარდაჭერით ტარდება და მის ერთ-ერთ მიზანს, ქუთაისური მუსიკალური ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების ჩართვის გზით მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.
მერიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, წელს, ქუთაისელებს სრულიად განსხვავებული რამ ელით. თუ აქამდე ყველა ღონისძიება ქალაქის ცენტრში იყო თავმოყრილი, წელს ზაფხულის საღამოების გეოგრაფია გაცილებით ფართოვდება და ქალაქის სხვადასხვა უბანს მოიცავს, თან ისეთ უბნებს, სადაც მსგავსი ღონისძიებები აქამდე ნაკლებად იმართებოდა.
გარდა ამისა წელს, ზაფხულის საღამოები მხოლოდ კონცერტებით არ შემოიფარგლება - ღონისძიებების დროს, ქალაქის სხვადასხვა უბანში მოეწყობა უფასო გასართობი ატრაქციონები ბავშვებისთვის.
პირველი კონცერტი 29 აგვისტოს,19:00 საათზე ვაჟა მანიასა და ბენდი ,,მუზეუმი“ -ს მონაწილეობით ნიკეას ქუჩაზე, სამხედრო დასახლების წინ მდებარე სკვერში გაიმართება. ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვებისთვის მოეწყობა უფასო ატრაქციონები. სექტემბრის ბოლომდე სულ 5 კონცერტი გაიმართება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















