|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ძალიან არასწორია იმის თქმა, რომ 2019 წლის ბიუჯეტი ჩინოვნიკების ხელფასებზეა მორგებული"

ძალიან არასწორია იმის თქმა, რომ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ჩინოვნიკების ხელფასებზეა მორგებული- განაცხადა "ევროპული საქართველოს" პასუხად მერიის წარმომადგენელმა. მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის რუსუდან ჩინჩალაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლების ბრალდებები უსაფუძვლოა. 

 "არ ვეთანხმები მათ აზრს, ეს არის ბიუჯეტის პროექტი, მასში ცვლილებები კონსულტაციების შედეგად კიდევ განხორციელდება. "ჩინოვნიკებზე მორგებულ ბიუჯეტში" ზუსტად ვერ ვხვდები, რას გულისხმობენ. ბიუჯეტი გაიწერა ყველა ღონისძიების გათვალისწინებით, რაც არის კალენდარულად გათსაზღვრული 2018-შიც და უფრო მეტიც, შემიძლია ვთქვა, 2019 წლის ბიუჯეტი კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის ნაწილში არის გაცილებით მრავალფეროვანი", -განაცხადა რუსუდან ჩინჩალაძემ.

რაც შეეხება შეუსრულებელ ნაწილში,  მისი თქმით, დაკონტრაქტებული ღონისძიება, რომელიც ვერ შესრულდა,  მხოლოდ 2 ახსენდება, ესაა გიორგობისა (23 ნოემბრის) და პირველი ივნისის ღონისძიება, რისი მიზეზიც მისი თქმით, უამინდობა იყო.

სუსტ მენეჯმენტთან  დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნის პასუხად კი ჩინჩალაძემ განაცხადა, რომ ტენდერების ჩავარდნა და მენეჯმენტის საკითხი ერთმანეთთან არაფერ კავშირშია, ამასთან, მისივე თქმით, ტენდერების ჩავარდნის მაჩვენებელიც არაა მაღალი. 

 შეგახსენებთ, დღეს ქუთაისის საკრებულოს "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ 2019 წლის ბიუჯეტის უმეტესი ნაწილი ხელფასების გაცემას ემსახურება და ქალაქისათვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერა არ ხდება.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა